ჩვენს ბლოგში წარმოდგენილია 6 საუკეთესო ქართული ფილმი.ფილმების აღწერა,თრეილერები და მთლიანი ფილმი.
ქოლგა
ფილმი ”ქოლგა” მიხეილ კობახიძემ 1967 წელს გადაიღო. ეს იყო ფილმი, რომლითაც ფაქტობრივად რეჟისორმა საკუთარ კარიერას განაჩენი გამოუტანა. ფილმი აკრძალეს და მიხეილ კობახიძეს სამუდამოდ ჩამოერთვა კინოს დამოუკიდებლად გადაღების უფლება. მისი ფილმების ძირითადი კონცეფცია მკვეთრად გამოხატული სიმბოლოებისგან შედგება. დღემდე აქტიურად მიდის საუბარი იმაზე თუ რისი სიმბოლოა ქოლგა. რეჟისორი არ გვაძლევს ამ კითხვაზე კონკრეტულ პასუხს და ყოველთვის ერთი და იგივეს გვპასუხობს: ,,არჩევანი დიდია. ქოლგა იმის სიმბოლოა, რაც კონკრეტულ მაყურებელს წარმოუდგენია. ეს ფილმი, მაყურებელს ფიქრის საშუალებას აძლევს, მზა რეცეპტს არ სთავაზობს და თითოეული იმ ფილმს ნახულობს, რომელსაც საკუთარ ცნობიერებაში ქმნის..”
ელისო
ილმი ასახავს რუსეთის იმპერიის მცდელობას XIX საუკუნის მეორე ნახევარში მშობლიური მიწიდან აჰყაროს თავისუფლებისმოყვარე ჩეჩენი ხალხი, მათს ნაცვლად კი კაზაკები ჩაასახლოს. ოსმალეთისკენ განდევნილი ადამიანების ტრაგედიის ფონზე იშლება ჩეჩენი ელისოსა და მოხევე ვაჟიას სიყვარულის თემა. ვაჟა ჩეჩნებთან ჩადის, რათა მათგან საძოვრები იჯარით აიღოს და თან შეყვარებულის, ელისოს ნახვა უნდა. ჩეჩენ უხუცესთა საბჭო, რომელიც მანამდე მუდამ უთმობდა საძოვრებს მოხევებს, ამჯერად უარზეა, რადგან ხელისუფლება ამის ნებას არ აძლევს. ამასთან, ხელისუფლება საბაბს ეძებს ადგილობრივების გასასახლებლად. სოფელი ვერდი კი მშვიდობიანად ცხოვრობს და ხელისუფლებას ამის საბაბს არ აძლევს. მალე გამოჩნდებიან მოღალატეები, რომელთა პროვოკაციების გამო ჩეჩნები იძულებულნი გახდებიან ბედს დაემორჩილონ. ელისო სოფელს ცეცხლს გაუკიდებს. ვაჟია ცდილობს ელისო მასთან დარჩეს, მაგრამ ქალი მამასა და თანასოფლელებს ოსმალეთში მიჰყვება.1965 წელს ფილმი აღადგინა, გადაამუშავა და გაახმოვანა რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ.
ფილმს მიღებული აქვს სახელმწიფო სტალინური პრემია (1941წ.)
წყარო
ფილმს მიღებული აქვს სახელმწიფო სტალინური პრემია (1941წ.)
წყარო
ცისფერი მთები
“ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი” ელდერ შენგელაიას ალეგორიული კომედია გახლავთ, ის ეკრანებზე 1984 წელს გამოვიდა. სიუჟეტი ვითარდება ახალგაზრდა მამაკაცის, მწერლის გარშემო, რომელიც გამომცემლბას სტუმრობს და უსასრულოდ ელოდება დირექტორის და ორგანიზაციის პასუხს თავისი ნაწარმოების შესახებ და გადის თვეები ისე, რომ ახალგაზრდას ყურადღებას არავინ აქცევს. რეჟისორი იუმორით ცდილობს საბჭოთა ბიუროკრატიზმის ქცევის მოდელის შექმნას და მის ულმობელ კრიტიკას.
საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ:
ელდარ შენგელაიას ეს ფილმი შექმნიდან 30 წლის შემდეგ, 2013 წელს საფრანგეთში, კანის კინოფესტივალზე ათასი ფილმიდან ოცეულისთვის შეირჩა და ნაჩვენები იყო კანის სპეციალურ სექციაში, “კანის კლასიკა”. როგორც აღმოჩნდა საფრანგეთისთვის სრულიად არ იყო უცხო ფილმში ნაჩვენები ქართულ-საბჭოთა რეალობა.
დღეს იუბილარ ფილმს გავიხსენებთ. ესაა დავით რონდელის “დაკარგული სამოთხე”, რომლის პრემიერა მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ პერიოდს – სტალინური რეპრესიების ხანას - დაემთხვა. ცენზურის გამკაცრების პირობებში მაღალი ხელოვნების ნიმუშის შექმნა წარმოუდგენელი იყო, მაგრამ დავით რონდელმა მაინც მოახერხა და დაასრულა ფილმი, რომელიც ქართული კინოს ოქროს ფონდში შევიდა. მინდა 1937 წელს გადაღებული “დაკარგული სამოთხის” შესახებ გიამბოთ.
ფილმი გადაღებულია 1929 წელს, თუმცა მისი ჩვენება აკრძალული იყო 40 წლის განმავლობაში. 1976 წელს ფილმი აღადგინა რეჟისორმა ლეილა გორდელაძემ. მუნჯი კინოს ერთერთი შედევრი – კოტე მიქაბერიძის “ჩემი ბებია” მსოფლიო კინოს ოქროს ფონდშია შესული.
ეს ფილმი არის ქართველ დიდებულ მხატვარ ნიკო ფიროსმანაშვილზე (1862-1918) უცნობი თვითნასწავლი მხატვარი ხეტიალობდა ქალაქის ქუჩებში და ხატავდა მის ნახატებს, ადგილობრივი ხალხი მას იცნობს როგორც ნიკოლა ფიროსმანს, რომ ის იყო კეთილი ადამიანი, მაგრამ არავინ იღებდა მის ნახატებს სერიოზულად, რომ ეყიდათ ისინი. ნიკოლა ხსნის საჭმლის მაღაზიას და ცოტახანში გაკოტრდება კიდეც, ის ფასდაკლებით ყიდდა კარაქსა და ყველს მათთვის ვისაც არ ქონდა ფული. იგი უკვე სერიოზულად იყო ავად მან დახატა მისი ბოლო ნახატი, რომელიც გაჟღენთილი იყო სინათლით და სიყვარულით.
წყარო
ძალიან კარგი იყო
ReplyDeleteმადლობა დიდი
Delete